დავით რატიანი: „იმ დღეს ჩვენ საბაგიროზე ქვევიდან ზევით ავდიოდით“

© photo: courtesy of Boris Kaufmanსაბაგირო მთაწმინდაზე.
საბაგირო მთაწმინდაზე. - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით რატიანი იხსენებს 27 წლის წინანდელ ამბავს, რომლის უშუალო თვითმხილველი და დაზარალებულიც თავად გახდა. ამბობს, რომ ხშირად ადამიანები ტყუილს აცხადებენ, რომ ვითომ თავად იყვნენ ამ ამბის მონაწილე.
დავით რატიანი: „იმ დღეს ჩვენ საბაგიროზე ქვევიდან ზევით ავდიოდით“

„ასე თქვეს, რომ მხოლოდ ვაგონები შეცვალეს და ტროსი იგივე დატოვესო“- განუცხადა „Sputnik- საქართველოს“ დავით რატიანმა.

დავით რატიანი იხსენებს 1990 წლის 1ივნისს, ზუსტად 27 წლის წინ თბილისის საბაგიროზე მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგაც 42 ადამიანი დაშავდა და 19 გარდაიცვალა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა, თუმცა ფინალური ანგარიშში არ დევს დოკუმენტაცია იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა გონდოლას ქუროდან საწევი ბაგირის გამოვარდნა.

ყველა ახალი ამბავი
0