არის ასეთი თეატრი!..

© ვახტანგ კობაიძის პირადი არქივისპექტაკლი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
სპექტაკლი მე, ბებია, ილიკო და ილარიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დღეებში მარჯანიშვილის თეატრის სხვენში გაიმართა სპექტაკლის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ პრემიერა, რომელიც წარმოადგინა საბავშვო თეატრმა „თეატრი მეორე სახლი-2“. სპექტაკლში დასის ძირითად წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

ვახტანგ კობაიძე

დასს, დღიდან დასაბამისა, ხელმძღვანელობს რეჟისორი ლაშა მესხი. ეს პროექტი იმითაც არის საყურადღებო, რომ მასში დასის ძირითად წევრებთან ერთად მონაწილეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამი ბავშვი — გიგი ანთაძე, გიორგი ჯიქია და ნიკოლოზ იორამაშვილი. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამივემ იმდენად კარგად „იმუშავა“, რომ ისინი ჩაირიცხნენ და მონაწილეობას მიიღებენ „თეატრი მეორე სახლი-2“-ის სხვა სპექტაკლებშიც.

© ვახტანგ კობაიძის პირადი არქივისპექტაკლი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
სპექტაკლი მე, ბებია, ილიკო და ილარიონი - Sputnik საქართველო
სპექტაკლი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"

„საბავშვო თეატრი მეორე სახლი-2“-ის თეატრად ჩამოყალიბებას წინ უძღვოდა მისი საბავშვო თეატრალური სტუდიის სახით არსებობა 1998 წლიდან. 2004 წლის 15 მაისს, „საბავშვო თეატრი მეორე სახლი“ (2014 წლიდან „საბავშვო თეატრი მეორე სახლი-2), ამჯერად უკვე თეატრის სტატუსითა და მუდმივმოქმედი საყმაწვილო დასით წარდგა თავისი მაყურებლის წინაშე. დაიდგა სპექტაკლები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მერი პოპინსი“, „კაცია-ადამიანი?!“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „მაუგლი“, „მძინარე მზეთუნახავი“, „წუნა და წრუწუნა“, „პეპი გრძელი წინდა“ და სხვა.

© ვახტანგ კობაიძის პირადი არქივისპექტაკლი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
სპექტაკლი მე, ბებია, ილიკო და ილარიონი - Sputnik საქართველო
სპექტაკლი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"

ბევრი მოზარდი ეზიარა აქ თეატრალური ხელოვნების საიდუმლოს. ზოგი მათგანი პროფესიონალი მსახიობი გახდა და სხვადასხვა თეატრში მოღვაწეობს, ზოგი კი ამჟამად სწავლობს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამწუხაროდ, ეს შესანიშნავი და უაღრესად საჭირო ბავშვთა (და არა საბავშვო) თეატრი უბინაოდ დარჩა და ამჟამად სხვადასხვა თეატრების ხელმძღვანელების კეთილი ნებით პერიოდულ თავშესაფარს პოულობს, რათა თეატრის სიცოცხლე შენარჩუნდეს.

დღეისათვის რეპერტუარში 20-მდე სპექტაკლია. არსებობის განმავლობაში თეატრმა მონაწილეობა მიიღო მრავალ ღონისძიებასა და ფესტივალში. 2012 წლის ზაფხულში თეატრის დასი იმყოფებოდა გასტროლებზე ბულგარეთში, ქალაქ სანიბიჩში, სადაც სპექტაკლმა „ნაცარქექიამ“ დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მაყურებელთა მხრიდან.

© ვახტანგ კობაიძის პირადი არქივისპექტაკლი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
სპექტაკლი მე, ბებია, ილიკო და ილარიონი - Sputnik საქართველო
სპექტაკლი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"

„საბავშვო თეატრი მეორე სახლი-2“-ში და მასთან არსებულ სტუდიაში სწავლება მიმდინარეობს თეატრალური სასწავლებლების მეთოდოლოგიით. ისწავლება: მსახიობის ოსტატობა, სასცენო მოძრაობა, მეტყველება, ვოკალი და ქორეოგრაფია. გარდა ამისა, თეატრის აღსაზრდელები მუდმივად იღებენ მონაწილეობას თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლებში, რაც მათ უდიდესი პრაქტიკული გამოცდილების შეძენის საშუალებას აძლევს.

© ვახტანგ კობაიძის პირადი არქივისპექტაკლი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"
სპექტაკლი მე, ბებია, ილიკო და ილარიონი - Sputnik საქართველო
სპექტაკლი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"

სპექტაკლმა „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. აქვე, მადლობა გვინდა გადავუხადოთ მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ლევან (ჭოლა) წულაძესა და თეატრის მესვეურებს, რომლებმაც რეპეტიციებისა და სპექტაკლების ჩასატარებლად თეატრის „სხვენის“ სცენა ბავშვებს უსასყიდლოდ დაუთმეს. პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს, რათა განხორციელდეს სახელმწიფო პროგრამა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრირებული კონცერტების, გამოფენების, დადგმების ხელშეწყობა“.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0