სიღნაღში ხელნაკეთი ნივთების კონკურსი გაიმართა

© პირადი არქივიხელნაკეთი ნივთების გამოფენა სიღნაღში
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სიღნაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაზე საუკეთესო ნამუშევრების ავტორები სამახსოვრო სუვენირებით დასაჩუქრდნენ.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის, მაია სუხიშვილის ინციატივით სიღნაღის რაიონში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში წარმოდგენილი იყო სიღნაღის რაიონის ქალთა საინციატივო ჯგუფის, ხელოვანი ქალბატონებისა და საჯარო სკოლის მოსწავლეთა ხელნაკეთი და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ხალხური მუსიკისა და მხატვრული კითხვის საღამო, სადაც მონაწილეობა მიიღეს რაიონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ხელოვანმა ქალბატონებმა და რაიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

© პირადი არქივიხელნაკეთი ნივთების გამოფენა სიღნაღში
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სიღნაღში - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სიღნაღში

ღონისძიებაზე გამოცხადებული იყო ხელნაკეთი ნივთების კონკურსი. სამი საუკეთესო ნამუშევარი ჟიურიმ გამოავლინა.

მესამე ადგილის მფლობელი ნინო მაჭარაშვილი გახდა, მეორე ადგილი ანა მახარაშვილმა დაიკავა, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი სალომე ნარინდოშვილი გახდა. მათ სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ასევე სუვენირებით დაჯილდოვდნენ წნორის ხელოვნების სკოლის ანსამბლი "ქიზიყი" და ბოდბის საჯარო სკოლის ხალხურ საკრავთა ანსამბლი, ხოლო მხატვრულ კითხვაში პრიზი ნუკრიანის საჯარო სკოლის მოსწვლემ, სოფიკო ელიზბარაშვილმა მოიპოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0