როგორც იქნა — ასრულდა! UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იწყება, რომელიც ტურნირის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
თუ „რეალი“ მოიგებს, ესპანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში გახდება პირველი გუნდი, რომელმაც ტურნირის მოგება ზედიზედ ორჯერ შეძლო.
ხოლო თუ გამარჯვება „იუვენტუსის“ მხარეს იქნება, ჯანლუიჯი ბუფონი ნანატრი თასის მფლობელი გახდება. „ბებერი სინიორას“ მეკარე ფინალში ორჯერ იცავდა საკუთარ კარს, თუმცა, ორივეჯერ თასის გარეშე დარჩა.
ორივე კლუბს საინტერესო ისტორია აქვს, არა მარტო საკუთარი, არამედ მათი დაპირისპირების. „იუვენტუსი“ და „რეალი“ ერთმანეთს 18-ჯერ შეხვდა. თითოეულმა გუნდმა რვა გამარჯვება მოიპოვა და შეხვედრა ორჯერ ფრედ დაასრულა. გატანილი გოლების რაოდენობაც თითქმის ერთნაირია — 21:18 იტალიელთა სასარგებლოდ. ასე რომ, რომელიმე მხარის უპირატესობაზე საუბარი ზედმეტია.
თუმცა, მატჩში მესამე ინტრიგა არსებობს. ამ 18 შეხვედრიდან ერთ-ერთი 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა. მაშინ „რეალმა“ პრედრაგ მიატოვიჩის მიერ ერთადერთი გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვა. შესაძლოა, დღეს „იუვენტუსი“ რევანშის აღებას მოინდომებს!
საბოლოო ჯამში, დღეს კარდიფში ერთმანეთს შეხვდება გუნდები ტურნირის საუკეთესო შემტევი და დაცვის ხაზით.
ამ ჩემპიონთა ლიგაში „რეალმა“ 32 გატანილი გოლი დააგროვა, მათგან 10 — კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა. „იუვენტუსმა“ კი, თავის მხრივ, 12 მატჩში მხოლოდ 3 (!) გოლი გაუშვა. ნამდვილად — ფინალში ერთმანეთს ღირსეული მეტოქეები შეერკინებიან.
რაც შეეხება რონალდუს. პორტუგალიელმა მორიგი შესანიშნავი სეზონი გაატარა და „რეალის“ უპირობო ლიდერია. მაგრამ ეს „სამეფო გუნდის“ პრობლემად შეიძლება იქცეს. თუ კრიშტიანუს თამაში არ გამოუვა, ამისგან კი არავინ არის დაზღვეული, როგორ წარიმართება ამ შემთხვევაში მადრიდის კლუბის თამაში? შეძლებს ზიდანი მატჩის მსვლელობისას ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღებას?
იმას ვგულისხმობ, რომ ბუკმეკერები მცირე უპირატესობას მაინც ესპანელებს ანიჭებენ (2,75 2,95-ის წინააღმდეგ). მაშინ, ვფიქრობ, ალეგრის აწყობილი „იუვენტუსი“ სწორედ გუნდური თამაშით გამოირჩევა და ერთიან და დაბალანსებულ მექანიზმს წარმოადგენს. და პირობითად, იგუაინის ჩავარდნა ისეთი შესამჩნევი არ იქნება, მსგავსი რამ თუ რონალდუს შეემთხვევა.
ასეა თუ ისე, ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო მატჩი გველის, სადაც, გავბედავ ვივარაუდო — ორივე გუნდი თავის გამოჩენას შეძლებს. ასეთი შედეგისთვის სთავაზობენ საშუალოდ ასეთ კოეფიციენტს — 1,91 — 2,0.
როდესაც ვიხსენებდი, რომ „რეალმა“ 32 გოლი გაიტანა, ლამის დამავიწყდა, რომ მათ საკმაოდ გაუშვეს კიდევაც — 17 ბურთი (მხოლოდ პირველ ნახევარფინალში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ „რეალმა“ საკუთარი კარის ხელშეუხებლად შენარჩუნება შეძლო).
„იუვენტუსს“ შეუძლია თამაში „მშრალი“ მოგებით დაასრულოს, მაგრამ ამავე დროს გოლის გატანაც შეუძლია. ამ ჩემპიონთა ლიგაში მანჯუკიჩ — იგუაინ — დიბალას სამეულმა მეტოქეებს გული 21-ჯერ ატკინა. შემდეგ კი თავდაცვაზეც შეიძლება ფიქრი.
თანაც, „რეალს“ და „იუვენტუსს“ შორის გამართულ ბოლო ხუთ თამაშში ორივე გუნდმა გოლის გატანა შეძლო.
ფსონი: ორივე გუნდი გაიტანს, კოეფიციენტით 1,91 — 2,0.