თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ქაბულში სასაფლაოზე აფეთქებას სულ ცოტა 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება РИА Новости ტელეარხ Tolo News–ზე დაყრდნობით.
აფეთქების დროს ქაბულში საპროტესტო აქციების დროს ერთ–ერთი დაღუპულის დაკრძალვა მიმდინარეობდა. დაიჭრა 18 ადამიანი, განაცხადეს ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროში.
ტელეარხი იუწყება, რომ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამი აფეთქების ხმა გაისმა.