ქართველმა კალათბურთელმა NBA-ს ფინალში პირველად ითამაშა

© AP Photo / Marcio Jose Sanchezზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაზა ფაჩულია გუნდის სასტარტო შემადგენლობაში გავიდა და მოედანზე საერთო ჯამში 14 წუთი დაჰყო.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრის მოთამაშე ზაზა ფაჩულია ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველია, რომელმაც NBA-ს ფინალურ სერიაში ითამაშა.

ფაჩულია, რომელმაც ქუსლის ტრავმა მოიშუშა, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა. მან მოედანზე საერთო ჯამში 14 წუთი და 30 წამი გაატარა და ამ პერიოდში საკუთარ გუნდს მოუტანა 8 ქულა, გააკეთა 6 მოხსნა და ორი ჩაჭრა.

"უორიორზმა" 113:91 მოიგო. ფინალური სერიის მეორე მატჩი ოკლენდში 5 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0