დავითაშვილი: ეს პროგრამები ეხმარება ეკონომიკური აქტივობის ზრდას სოფლის მეურნეობაში

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რძის მწარმოებელი კოოპერატივების ხელშემწყობი პროექტების შესახებ საუბრობს, რომლის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტში პირველი რძის მწარმოებელი კოოპერატივი გაიხსნა.
დავითაშვილი: ასეთი პროგრამები ეხმარება ეკონომიკური აქტივობის ზრდას სოფლის მეურნეობაში

„ახმეტის მუნიციპალიტეტში რძის მწარმოებელი კოოპერატივი არის რძის მწარმოებელი კოოპერატივების ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში გახსნილი პირველი კოოპერატივი. სწორედ ასეთი პროგრამები ეხმარება ეკონომიკური აქტივობის ზრდას, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ კოოპერატივს რძის მიმღებ-გადამამუშავებელი დანადგარი, ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა.

ყველა ახალი ამბავი
0