როგორ ავირიდოთ პრობლემები კრედიტის გადახდისას — ფინანსისტის რჩევა

გამოწერა

საუკეთესო გამოსავალი — ეს კრედიტის აღებაზე უარის თქმაა. იხილეთ ვიდეო „Sputnik-საქართველოსგან“, რას გირჩევთ ეკონომიკის ექსპერტი, გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მთავარი რედაქტორი ზურაბ კუკულაძე.

დღეისათვის საქართველოში ბევრს აქვს საბანკო კრედიტების გადახდის პრობლემა. მოსაზრება იმის თაობაზე, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან შესაძლო პრობლემები, თუ კრედიტის აღება აუცილებლად გვჭირდება, გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მთავარმა რედაქტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა ზურაბ კუკულაძემ საზოგადოებას თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართული მრგვალი მაგიდისას გაუზიარა, რომლის სახელწოდებაც იყო „საქართველოს საკრედიტო პოლიტიკა: გუშინ, დღეს, ხვალ“.
 
„ჩემი რჩევაა არ აიღონ კრედიტი. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა ისწავლოს იცხოვროს შესაძლებლობების მიხედვით… თუ რეალურად გჭირდებათ ფული, ბანკების გარდა, კრედიტების გამცემი სხვა ინსტიტუტები არ არსებობს… რეალურად ჩვენ ქვეყანაში ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის, ანუ ფინასური შიმშილის პრობლემა დგას“, — განაცხადა კუკულაძემ.

ექსპერტის თქმით, ასეთი ფინანსური შიმშილის პირობებში ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რა პირობებს თანხმდებიან კრედიტის აღებისას. და ეს მხოლოდ კრედიტის ამღები პირის პრობლემა არ არის, „რადგან ადამიანს არ შეუძლია მოელაპარაკოს ბანკს კრედიტის მისთვის მისაღებ პირობებზე, მას ხელშეკრულების წაკითხვის მოტივაცია ეკარგება და ის იძულებულია ბანკის ყველა პირობაზე დათანხმდეს".

ყველა ახალი ამბავი
0