ნადირაძე: ეთნოგრაფიული მუზეუმი ქართველი კაცის გემოვნების უდიდესი გამოხატულებაა
„კულტურა არის ერთ-ერთი უდიდეს რამ ადამიანისთვის. ის იქმნებოდა საუკუნეების განმავლობაში შრომაში, ძიებაში. დაიხვეწა ქართველი კაცის გემოვნება და ეს მუზეუმი სწორედ ამ გემოვნების უდიდეს გამოხატულებას წარმოადგენს“, — განაცხადა ელდარ ნადირაძემ.
ეთნოგრაფიული მუზეუმი მიწის 52 ჰექტარს მოიცავს, აქ საქართველოს სხვადასხვა ეთნოგრაფიული ზონიდან, კუთხეებიდან 14 სახლია წარმოდგენილი.
არქიტექტურულ ძეგლებთან ერთად აქვეა გამოფენილი 8 ათასზე მეტი ეთნოგრაფიული ექსპონატი – საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნივთები, ხელსაწყოები, ქსოვილები და კერამიკა, ასევე V-VI საუკუნეების სიონის ბაზილიკისა და საფლავის ქვების ძვირფასი კოლექცია.