არველაძეების პროექტი „საფეხბურთო თერაპია“ ერთი წლის გახდა

© Sputnik / Levan Avlabreli„საფეხბურთო თერაპია“ ერთი წლის გახდა
„საფეხბურთო თერაპია“ ერთი წლის გახდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი ფეხბურთელები კურირებენ პროგრამას, რომლის მიზანია სოფლებში ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბება.

ცნობილი ქართველი ფეხბურთელების — ძმები არველაძეების ინიციატივით შექმნილი საქველმოქმედო პროგრამა „საფეხბურთო თერაპია“ არსებობის ერთ წელს ითვლის.

პროექტი „არველაძეების საქველმოქმედო ფონდის“  (Arveladze Foundation) ინიციატივით ხორციელდება, მისი ძირითადი მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებსა და სასაზღვრო ზოლის მახლობლად მდებარე სოფლებში ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბება.

„საფეხბურთო თერაპიის“ დაბადების დღის ფარგლებში გაიმართა საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც პროგრამის ფარგლებში შექმნილი ყველა გუნდი მონაწილეობდა. „არველაძის ფონდმა“ ღონისძიებაზე მიიწვია პროექტის მეგობრები, პარტნიორები და სპონსორები.

© Sputnik / Levan Avlabreliპროგრამა „საფეხბურთო თერაპიის“ ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
Торжественное мероприятие, посвященное первому году программы Футбольная терапия - Sputnik საქართველო
პროგრამა „საფეხბურთო თერაპიის“ ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

„ის, რაც აქ ხდება, აჩვენებს, რომ ამ პროგრამას ერთი წლის განმავლობაში ტყუილად არ ვაკეთებდით. ყველა 24 გუნდს ჰყავს ლიცენზირებული მწვრთნელი, აცვიათ  Arveladze Foundation-ის ბრენდის საფეხბურთო ფორმები, აქვთ ბურთები. და რაც ყველაზე მთავარია, ისინი საქართველოს რთულ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც ელემენტარული პირობები არ აქვთ. სპეციალურად ვეძებდით ადგილებს, სადაც არის პატარა სტადიონები, დავიქირავეთ მათთვის მწვრთნელები და მათ კვირაში სამჯერ ვარჯიში შეუძლიათ“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ Arveladze Foundation-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რევაზ არველაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, რომელიმე მოზარდი ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ეს „საფეხბურთო თერაპიის“ ძირითად იდეას არ წარმოადგენს.

© Sputnik / Levan Avlabreli„საფეხბურთო თერაპიის“ იუბილისადმი მიძღვნილი ტურნირი
Торжественное мероприятие, посвященное первому году программы Футбольная терапия - Sputnik საქართველო
„საფეხბურთო თერაპიის“ იუბილისადმი მიძღვნილი ტურნირი

„მათ უნდა იცოდნენ, რომ შეუძლიათ ითამაშონ ფეხბურთი, ერთმანეთი გაიცნონ, დამეგობრდნენ. ისინი გაიზრდებიან და „საფეხბურთო თერაპია“ მათთვის დასრულდება, მაგრამ ეს ორი-სამი წელი მათ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, — აღნიშნა რევაზ არველაძემ.

როგორც მოსალოდნელია, რამდენიმე თვეში ეს საქველმოქმედო ფონდი საერთაშორისო სტატუსს მიიღებს. ამ ეტაპზე პროექტს აქტიურად ეხმარებიან გაერო, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, სხვადასხვა საელჩოები და ვეტერანი ფეხბურთელები. კერძოდ, ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მოთამაშემ დავორ შუკერმა ხორვატიაში სპეციალური კომიტეტი შექმნა, რომელმაც „საფეხბურთო თერაპიისათვის“ საქართველოში ბურთები, მაისურები და სხვა საფეხბურთო ეკიპირება გამოგზავნა.

© Sputnik / Levan Avlabreliრევაზ არველაძე
Резо Арвеладзе - Sputnik საქართველო
რევაზ არველაძე

„ვერცერთი ადამიანი ან ორგანიზაცია სხვების დახმარების გარეშე ასეთ პროექტს ვერ განახორციელებს“, — აღნიშნა რევაზ არველაძემ.

ამჟამად ქვეყანაში პროგრამაში 500 ფეხბურთელი ბავშვია ჩართული, როგორც ბიჭები, ისე გოგონები.

„დაეხმარო ბავშვებს — ეს შეუდარებელი ემოციაა. ეს ყველაზე საუკეთესო ემოციაა — იცოდე, რომ შეგიძლია დაეხმარო იმას, ვისაც ეს სჭირდება. და ჩვენ ბავშვებს ეს სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამას ბევრი ადამიანი გააკეთებს. ყველას, ვინც ჩვენ გვეხმარებოდა, მინდა მადლობა ვუთხრა. ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა კიდევ დიდ ხანს იარსებებს, მაგრამ ჩვენ ბავშვებს გვერდში დავუდგებით და ყოველთვის დავეხმარებით“, — განუცხადა Sputnik-საქართველოს ფონდის თანადამფუძნებელმა შოთა არველაძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliშოთა არველაძე
Шота Арвеладзе - Sputnik საქართველო
შოთა არველაძე

რევაზ, შოთა და არჩილ არველაძეებმა საქველმოქმედო ფონდი Arveladze Foundation-ი 10 წლის წინ შექმნეს.

ყველა ახალი ამბავი
0