ამინდი: საქართველოში +33 გრადუსამდე დათბება

© FB / Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უქმეებზე 27-29 გრადუსი სითბო იქნება, შემდეგ კვირაში - 33-მდე.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში ნალექი მოსალოდნელი არ არის, ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში 33 გრადუსამდე აიწევს.

შაბათი, 3 ივნისი

საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27. მაღალ მთაში ღამით იქნება 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 17-22.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 11-16 გრადუსი სითბო, დღისით — 24-29. მაღალ მთაში ღამით იქნება 3-8 გრადუსი სითბო, დღისით — 13-18.

ღამით თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ქარი დედაქალაქში წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 15 გრადუსი სითბო, დღისით — 26.

კვირა, 4 ივნისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, თუმცა ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. დაუბერავს სუსტი ქარი.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28. მაღალ მთაში ღამით იქნება 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 11-16 გრადუსი სითბო, დღისით — 24-29. მაღალ მთაში ღამით იქნება 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 17-22.

თბილისში იქნება ღრუბლიანი და ძირითადად უნალექო ამინდი. დაუბერავს სუსტი ქარი. ღამით იქნება 14 გრადუსი სითბო, დღისით — 28.

ორშაბათი, 5 ივნისი

საქართველოს ტერიტორიაზე დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 11-16 გრადუსი სითბო, დღისით — 28-33. მაღალ მთაში ღამით იქნება 3-8 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 11-16 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28. მაღალ მთაში ღამით იქნება 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23.

თბილისში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

ღამით იქნება 17 გრადუსი სითბო, დღისით — 28.

 

ყველა ახალი ამბავი
0