საქართველოში გაცემული აკრედიტაციები საერთაშორისო დონეზე აღიარეს

© Sputnik / Alexander Imedashviliხედი თბილისზე
ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა საქართველოში გაცემული აკრედიტაციების აღიარების შეთანხმებას (EA BLA).

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. უმრავლეს შემთხვევაში ექსპორტიორს უცხოეთში გამოცდებისა და სერტიფიკაციის ჩატარება აღარ დასჭირდება, განუცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჟურნალისტებს.

"მინდა ჩვენ ქვეყანას ევროპული აკრედიტაციის მიერ აკრედიტაციის საერთაშორისო აღიარება მივულოცო. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, ჩვენი აკრედიტაციის სფერო იყოს საერთაშორისოდ აღიარებული. ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი, ეს არის ამ სფეროში პირველი წარმატება, რომელიც საშუალებას იძლევა შესაბამისი სფეროების მიხედვით სერტიფიკატების, ლაბორატორიების, შპს-ების სერტიფიკატების საერთაშორისოდ აღიარება მოხდეს", — აღნიშნა გენადი არველაძემ.

პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: დღეს ქართული პროდუქცია ხარისხით არ ჩამოუვარდება ევროპულ ანალოგებს

ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა საქართველოში გაცემული აკრედიტაციების აღიარების შეთანხმებას (EA BLA).

ხელმოწერილი შეთანხმება მოიცავს ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ აკრედიტაციებს შემდეგ სფეროებში: გამოცდები და დაკალიბრება, პროდუქტის სერტიფიკაცია, პერსონალის სერტიფიკაცია და ინსპექტირება. ამიერიდან ამ სფეროებში აკრედიტებული პირების მიერ გაცემული გამოცდის ოქმები და სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირის და ევროპის აკრედიტაციის სხვა წევრი ქვეყნების მიერ.

„ეს ხელს შეუწყობს ჩვენ მეწარმეებს, რომ დაზოგონ დრო და ის ხარჯი, რაც მათ ამ დრომდე უწევდათ, სანამ ჩვენ შესაბამის სფეროებში არ არსებობდა საერთაშორისო აკრედიტაციის აღიარება", — განაცხადა გენადი არველაძემ.

ქართული აკრედიტაციის აღიარება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციისთვის ტექნიკურ ბარიერებს შეამცირებს და ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

ყველა ახალი ამბავი
0