ქუთაისის აეროპორტი ყველაზე ლამაზ აეროპორტად აღიარეს

© Sputnik / STRINGERქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკულმა გამოცემამ ქუთაისის აეროპორტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საჰაერო ნავსაყუდელი უწოდა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეყვანილია მსოფლიოს 12 ყველაზე ლამაზი აეროპორტების სიაში, რომელიც ამერიკულმა გამოცემა Curbed-მა შეადგინა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, საქართველოში პოპულარობით მეორე აეროპორტია, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით რეისებს ლოუკოსტერი კომპანიები ახორციელებენ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან დასავლეთით, 14 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტის ოფიციალური გახსნა 2012 წლის სექტემბერში გაიმართა.

„დიდი ფანჯრები ნათელ ინტერიერს ქმნის, საიდანაც კავკასიონი ჩანს, ხოლო ტერმინალის ცენტრში არსებული ოქროსფერი ხის მაგვარი სტრუქტურა, მგზავრების შეკრების ადგილს წარმოადგენს. აეროპორტის არქიტექტორმა, ბენ ფან ბერკელმა, შენობაში დიდი, გაშლილი სივრცეები დააპროექტა, რაც ძველ რკინიგზის სადგურებს მოგვაგონებს", – ნათქვამია სტატიაში.

ქუთაისის აეროპორტი ისეთი აეროპორტების გვერდით დასახელდა, როგორებიცაა ბაქოს ჰაიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (აზერბაიჯანი) და პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტი (რუსეთი).

შემდეგ გამოცემა ასახელებს შემდეგ აეროპორტებს: დენვერის საერთაშორისო აეროპორტი (აშშ), მადრიდის ბარახას საერთაშორისო აეროპორტი (ესპანეთი), კანსაის საერთაშორისო აეროპორტი (იაპონია), პეკინის საერთაშორისო აეროპორტი (ჩინეთი), შენჩჟენის საერთაშორისო აეროპორტი "ბოანი" (ჩინეთი), ჩატრაპატი შივაჯის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (ინდოეთი), კუალა ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტი (მალაიზია), მარაკეშ მენარას აეროპორტი (მაროკო) და დედოფალი ალიას საერთაშორისო აეროპორტი (იორდანია).

 

ყველა ახალი ამბავი
0