ირაკლი ლექვინაძე: მერიას პარტნიორ კომპანიებთან ერთად მუშაობა დაწყებული აქვს
„ზედა და ქვედა სადგურების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ირაკლი ლექვინაძემ.
ირაკლი ლექვინაძე – თბილისის მერის მოადგილე, ქალაქისთვის მთაწმინდის საბაგიროს მნიშვნელობას განმარტავს, განსაკუთრებით ტურისტული პერიოდის დროს, როცა ვიზიტორთა რაოდენობა ქალაქში პიკს აღწევს. 1990 წლის 1 ივნისს, ზუსტად 27 წლის წინ მთაწმინდის საბაგიროზე მოხდა ტრაგედია, რომლის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 დაშავდა. მათგან უმრავლესობა ბავშვი იყო.