თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. მანჩესტერის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილმა სალმან აბედიმ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე ლიბიაში უცნობ ნომერზე დარეკა, მას ტელეფონით აუცილებელი ინსტრუქციები შეეძლო მიეღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბრიტანულ გაზეთ Times-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე აბედიმ ტრიპოლიში დედასთან გამოსამშვიდობებლად დარეკა. გარდა ამისა, ეჭვმიტანილმა ლიბიაში რეგისტრირებული მობილური ტელეფონების სხვადასხვა ნომერზე დარეკა, რომლებიც მის ნათესავებს არ ეკუთვნის. ამასთან დაკავშირებით პოლიცია ცდილობს გამოარკვიოს, ხომ არ მიიღო აბედიმ აუცილებელი ინსტრუქცია ტელეფონის მეშვეობით.
აფეთქება ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში, "მანჩესტერ არენას" სტადიონზე 22 მაისს, საღამოს მოხდა, როდესაც იქ ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი იმართებოდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავდა 59 ადამიანი.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.