ომბუდსმენი: შემოწმებულ ათიდან ცხრა სათამაშოში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა

© Saba Gudushauriსათამაშო
სათამაშო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ნანუაშვილი: შემოწმებული ათიდან ცხრა სათამაშოში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა
„სახელმწიფოს მიერ არ არის განსაზღვრული ბაზრის ზედამხედველობის ორგანო და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება, მაშინ როდესაც მავნე სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას"- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

უჩა ნანუაშვილის ცნობით, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებით, საქართველოში შეძენილი ათიდან ცხრა სათამაშოში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0