სკულპტორი და მხატვარი ზურაბ წერეთელი საკუთარი მონუმენტური ნამუშევრებით მსოფლიოსთვის არის ცნობილი. თუმცა მის შემოქმედებით ცენტრში გამოფენილია ნამუშევრები, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს.
ზურაბ წერეთელი 5 ათასზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების (ფრესკები, მოზაიკები, პანო) ნიმუშების ავტორია. ოსტატი სხვადასხვა მიმართულებებით მუშაობს და ისეთ ნამუშევრებსაც ქმნის, რომლებიც ბევრს მისი ხელოვნების საერთო სტილისთვის შეუსაბამოდ მოეჩვენება.
1997 წლიდან ის რუსეთის ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტია. წერეთელი ასევე არის მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი და წერეთლის ხელოვნების გალერეის დირექტორი. თბილისში ასევე არსებობს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც სახვითი ხელოვნების მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.