მსოფლიოს უძვირფასესი და უგემრიელესი ყავა მოიპოვება მუსანგის... უკანალში

გამოწერა

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ყავა ლუვაკი, ანუ, როგორც მას ინდონეზიელები უწოდებენ კოფი-ლუვაკი, რომლის 1 კგ-ც 1200 დოლარი ღირს, ძალზე სპეციფიურად მუშავდება.

ეს ასე ხდება: თავდაპირველად ყავის მწიფე მარცვლებს ვივერისებრთა ოჯახის წარმომადგენელი პატარა ცხოველები, მუსანგები მიირთმევენ, კუჭში გადაამუშავებენ მათ და ფეკალიებთან ერთად გამოყოფენ. შემდეგ სპეციალურად განსწავლული ადამიანები ასუფთავებენ მარცვლებს, რეცხავენ და მზეზე აშრობენ.

კოფი-ლუვაკის განსაკუთრებული გემო სწორედ მუსანგების კუჭის წვენის ზემოქმედებით აიხსნება, რომელიც ყავას სიმწარეს უკარგავს.

ამბობენ, რომ მუსანგები საჭმელად მხოლოდ ყველაზე მწიფე და გემრიელ მარცვლებს არჩევენ, ამიტომ ბუნებრივ პირობებში კოფი-ლუვაკის წარმოება წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ასეულ კილოგრამს შეადგენს.

ამ ბოლო დროს ეს ყავა სპეციალურ ფერმებშიც იწარმოება, მაგრამ ისეთივე გემრიელი არ არის, როგორც ბუნებრივ პირობებში მოპოვებული. საქმე ისაა, რომ ფერმებში მუსანგები გალიებში ჰყავთ გამომწყვდეული და შესაბამისად თვითონ კი არ ეძებენ საუკეთესო მარცვლებს საჭმელად, არამედ იმას მიირთმევენ, რასაც აძლევენ.

გარდა ამისა, კვების სხვა რაციონიც განსხვავდება ბუნებრივისგან და ესეც აუცილებლად აისახება ყავის გემოზე.

ყველა ახალი ამბავი
0