ქარჩავა: ვინ ჩაანაცვლებს პატრიარქის დაცვის უფროსს ამ დღეებში გახდება ცნობილი
„ზურა ბუჩუკური, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ პიროვნულად, გადაყვანილ იქნა სხვა სამსახურში, სხვა თანამდებობაზე. ვინ ჩაანაცვლებს მას დაცვის უფროსის თანამდებობაზე, ამ დღეებში გახდება ცნობილი“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
ზურაბ ბუჩუკური საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის დაცვის სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობდა. პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსად ზურაბ ბუჩუკური მას შემდეგ დაინიშნა, რაც დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა 26 თებერვალს თანამდებობა დატოვა.
პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსად დანიშვნიდან სამ თვეში ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან გადააყენეს.