პატრიარქის დაცვის უფროსი თანამდებობიდან გადააყენეს

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის უცნობია ბუჩუკურის შემცვლელის ვინაობა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. პატრიარქის დაცვის უფროსად დანიშვნიდან სამ თვეში ზურაბ ბუჩუკური თანამდებობიდან გადააყენეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ ცვლილება ჩვეულებრივი, გეგმური როტაციის წესით მოხდა. ბუჩუკური კი კვლავ აგრძელებს დაცვის სამსახურში მუშაობას.

უწყების ცნობით, ბუჩუკურის ადგილს წარდგენილი რამდენიმე კანდიდატიდან ის დაიკავებს, რომელსაც პატრიარქი შეარჩევს.

საკანი - Sputnik საქართველო
ციანიდის საქმე: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობს. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის დაცვის სამსახურის უფროსად ზურაბ ბუჩუკური მას შემდეგ დაინიშნა, რაც პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა 26 თებერვალს თანამდებობა დატოვა.

სოსო ოხანაშვილის გადადგომა, თავის მხრივ, ე.წ. „ციანიდის საქმეს" მოჰყვა.

სოსო ოხანაშვილის შემცვლელი პატრიარქს თავად დაცვის წევრებმა შესთავაზეს და ახალი ხელმძღვანელი მათივე რიგებიდან აირჩიეს, რის შემდეგაც ისინი უწმინდესმა დალოცა.

ამ დროისთვის უცნობია ვინ შეცვლის ზურაბ ბუჩუკურს.

ყველა ახალი ამბავი
0