მრგვალი მაგიდა თემაზე "საკრედიტო პოლიტიკა საქართველოში გუშინ, დღეს, ხვალ"

© Sputnik / Alexander Imedashvili„საქართველოს ბანკი“
„საქართველოს ბანკი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა

მრგვალი მაგიდა თემაზე "საკრედიტო პოლიტიკა საქართველოში: გუშინ, დღეს, ხვალ" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ხუთშაბათს, 1 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების ახალი წესები ძალაში 1 ივნისს შედის. ახალი რეგულაციების თანახმად, თუ დღემდე მოქმედი რეგულაციებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის თავმოყრა ხელშეკრულების თავსართში მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის იყო სავალდებულო და შეეხებოდა მხოლოდ 300-დან 50 000 ლარამდე საკრედიტო და სადეპოზიტო პროდუქტებს, ახალი ვერსიით ეს ვალდებულება იურიდიულ პირებზეც გავრცელდება და პროდუქტების თანხობრივი არეალი უკვე 200 000 ლარამდე გაიზრდება.

საფინანსო ორგანიზაციებს დაევალათ მომხმარებლის მხრიდან ვალდებულებების ვადაგადაცილებისას, ასევე, ფინანსური ორგანიზაციის ინიციატივით ნებისმიერი მომსახურების შეწყვეტისას როგორც მომხმარებელს, ასევე თანამსესხებელს ან თავდებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიაწოდონ ინფორმაცია დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. დღემდე გადახდის ვადაგადაცილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისათვის მხოლოდ ბანკის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული.

საჯარო სივრცეში (მაგალითად ვებგვერდსა და ფილიალებში) ფინანსურ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების ცვლილებების შესახებ განცხადების განთავსება არ ჩაითვლება სათანადო წესით ინფორმაციის მიწოდებად. ბანკებს დაეკისრათ ვალდებულება უზრუნველყონ მომხმარებლის წვდომა ბანკში არსებულ პროდუქტებზე მინიმუმ ერთი, მომხმარებლისათვის უფასო დისტანციური არხით (მაგალითად, ინტერნეტი, მობილური სატელეფონო კავშირი).

ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ ვალდებულება, შეიმუშაონ სესხის ამოღების ეთიკის კოდექსი და მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაიცვან ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები. გარდა ამისა ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ მომხმარებლებისთვის ორი ახალი, ალტერნატიული გრაფიკის შეთავაზების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ იფარება კრედიტის საწყისი ძირითადი თანხის 20%, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით.

დაეხმარება თუ არა ახალი რეგულაციები საქართველოში საკრედიტო პოლიტიკის დარეგულირებაში? როგორია ეროვნული ბანკის როლი ფინანსური სექტორისათვის ეთიკის კოდექსის შემუშავებაში? როგორ არის დაცული ბანკის კლიენტების უფლებები საქართველოში? ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები:

  • სამართლის დოქტორი, იურისტი გიორგი ქოიავა;
  • გაზეთ "ბანკები და ფინანსების" მთავარი რედაქტორი ზურაბ კუკულაძე.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრესცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0