კვირიკაშვილი: პოლიციელებს ხშირად საკუთარი სიცოცხლის და რისკის ფასად გიწევთ მუშაობა
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისთვის. საქმე, რომელსაც თქვენ ემსახურებით, დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია ჰქონდეს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები და საქართველო მაქსიმალურად მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, სადაც თითოეული ადამიანის ინტერესების დაცვას ემსახურება სახელმწიფო და, შესაბამისად, პოლიცია.