"ქალი-საოცრება" და კინო თბილისში: რა ვნახოთ 1-4 ივნისს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოპკორნის მოსამზადებელი აპარატი თბილისის ერთ–ერთ კინოთეატრში
პოპკორნის მოსამზადებელი აპარატი თბილისის ერთ–ერთ კინოთეატრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ქალი-საოცრებას" ნანატრი პრემიერა, თავზეხელაღებული კომედია "მაშველები" და სუპერგმირი "კაპიტანი ტრიკო"- "Sputnik-საქართველო" ტრადიციულად აგრძელებს ყველაზე "ცხელი" კინოპრემიერებისა და საინტერესო კინოფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა უქმეებზე არ უნდა გამოტოვონ.

1 ივნისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

"ქალი-საოცრება" (Wonder Woman) — რეჟისორ პეტი ჯენკინსის სუპერგმირული ფილმი, რომელიც გამოცემა DC Comics-ის კომიქსს ეფუძნება და "თვითმკვლელთა რაზმის" შემდეგ DC-ს გაფართოებული სამყაროს მეოთხე ფილმია.

სანამ ქალი-საოცრება გახდებოდა, ის იყო დიანა — ამორძალების პრინცესა, უძლეველი მეომარი ქალი. როდესაც გარე სამყაროს მოწყვეტილი სამოთხის კუნძულის ტემისკირის ნაპირებთან ამერიკელი პილოტი სტივ ტრევორი ავიაკატასტროფას განიცდის და პირველი მსოფლიო ომის მოვლენებზე უამბობს, დიანა დატოვებს სახლს, რათა ომი დაასრულოს. ადამიანის გვერდიგვერდ მშვიდობისათვის ბრძოლისას, დიანა საკუთარ ძალაუფლებას შეიგრძნობს და საკუთარ დანიშნულებას შეიტყობს. მთავარ როლებშია: გალ გადოტი, კრის პაინი, დენი ჰიუსტონი, რობინ რაიტი და დევიდ ტიულისი.

"მაშველები" (Baywatch) — რეჟისორ სეტ გორდონის ამერიკულ კომედიური ფილმი, რომელიც წყნარი ოკეანეს პლაჟის მაშველებზე მოგვითხრობს. ისინი მუდამ პოსტზე არიან და დამსვენებლებს წყალზე უბედური შემთხვევებისგან იცავენ. ერთ მშვენიერ დღეს მთავარი გმირი, გამოცდილი მაშველი მითჩ ბიუკენონი და მისი ახალგაზრდა კოლეგა მეტ ბროდი შემთხვევით შეიტყობენ, რომ მათი პლაჟი განადგურების საფრთხეშია. დიდი სანავთობე კომპანია, ხელმძღვანელობის პირადი ფინანსური ინტერესების გამო, სანაპიროს დანგრევას აპირებს. მთავარ როლებშია: დუეინ ჯონსონი, ზაკ ეფრონი, პრიანკა ჩოპრა, ალექსანრდა დადარიო და პამელა ანდერსონი.

"კაპიტანი ტრიკო" (Captain Underpants) — რეჟისორ რობ ლეტერმანის და დევიდ სორენის ამერიკული კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმი, გადაღებულია დევ პილკის წიგნების სერიის მიხედვით. დაწყებითი სკოლის ორმა ხულიგანმა მოსწავლემ მკაცრი სკოლის დირექტორი ისე დააჰიპნოზეს, რომ ის სუპერგმირად, სახელად კაპიტანი ტრიკო იქცა, რომელიც ყოველთვის მზად არის ბავშვებს დაეხმაროს.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ მარკ უების ამერიკული დრამა "განსაკუთრებული" (Gifted) კრის ევანსით მთავარ როლში.

თბილისის კინოთეატრებშია:

ამერიკული სათავგადასავლო ფილმი "კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან"

რიდლი სკოტის ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი "უცხო: კოვენანტი" (Alien: Covenant)

რეჟისორ ერიკ დ. ჰაუელის ამერიკულ-იტალიური დრამატული თრილერი "ხმა საფლავიდან" (Voice from the Stone)

რეჟისორ გაი რიჩის სათავგადასავლო ფილმი "მეფე არტურის ხმალს" (King Arthur: Legend of the Sword)

ამერიკული ფილმი სუპერგმირებზე "გალაქტიკის მცველები 2" (Guardians of the Galaxy Vol. 2)

რეზო გიგინეიშვილის თრილერი "მძევლები"

ქართველი რეჟისორის გიორგი ღაჭავას დრამა "მტრები"

მულტფილმები ბავშვებისთვის — გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის და ნორვეგიის წარმოების მულტფილმი "ყარყატის თავგადასავალი"(Richard the Stork), რეჟისორ ეშ ბრენონის სრულმეტრაჟიანი ჩინურ-ამერიკული მულტფილმი "როკ დოგი" (Rock Dog) და მარლა ფრეიზის წიგნის მიხედვით გადაღებული მულტფილმი "პატარა ბოსი" (The Boss baby).

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0