აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების საქმეს საქართველოს შსს იძიებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტი ავღან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკით არის ცნობილი, საქართველოში 2015 წლიდან ცხოვრობდა. ის სამშაბათს გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავღან მუხთარლის საქმეზე, აცნობა ტელეკომპანია Rustavi2-ს ქვეყნის მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

მუხთარლის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მის მეუღლეზე ლეილა მუსტაფაევაზე დაყრდნობით აზერბაიჯანულმა მასმედიამ სამშაბათს გაავრცელა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს ჰყავდათ დაკავებული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

ირაკლი შოთაძემ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დეტალებზე არ ისაუბრა.

„მე ვერ გეტყვით, როგორ დატოვა მან ქვეყანა, შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ში გამოძიება დაწყებულია. მიმდინარეობს და ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩემთვის არანაირი კონსულტაციის და მოლაპარაკების შესახებ ცნობილი არ არის“, – განუცხადა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანიას.

ავღან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკით არის ცნობილი. საქართველოში ის 2015 წლიდან ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0