არჩილ ჩოფიკაშვილი: ავღან მუჰთარლის გატაცება არის ძალიან თავხედური დანაშაული

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ავღან მუჰთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მისი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი საუბრობს.
არჩილ ჩოფიკაშვილი: ავღან მუჰთარლის გატაცება არის ძალიან თავხედური დანაშაული

„აუცილებელია პოლიციამ დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ეს დანაშაული. კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი იმ ადამიანებმა, ვინც მონაწილეობა მიიღო ბატონი ავღანის გატაცებაში“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ავღან მუჰთარლი თბილისიდან 30 მაისს გაუჩინარდა. მასმედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ბაქოშია გადაყვანილი. თუმცა, გაურკვეველია, როგორ მოხვდა ჟურნალისტი აზერბაიჯანის დედაქალაქში, როცა მისი პასპორტი თბილისშია. ოჯახის ვერსიით, ავღან მუჰთარლი აზერბაიჯანული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა გაიტაცეს. მოტივად დაკარგულის პროფესიული საქმიანობაა დასახელებული.

ყველა ახალი ამბავი
0