ამინდი საქართველოში: ზაფხული წვიმით იწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliხედი თბილისზე
ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის პირველ დღეს თბილი ამინდი იქნება, მაგრამ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ზაფხულის პირველ დღეებში სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ქარს – მისი სიჩქარე წამში 22 მეტრს მიაღწევს.

ხუთშაბათი, 1 ივნისი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 10–15 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში შეიძლება 17–22 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10–15 გრადუსი სითბო, დღისით – 19–24. მაღალ მთაში ღამით 2–7, ხოლო დღისით – 13–18 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 11–16, დღისით – 21–26; მაღალ მთაში ღამით 2–7, ხოლო დღისით – 12–17.

თბილისში ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით – 25 გრადუსამდე.

პარასკევი, 2 ივნისი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 10–15 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში შეიძლება 17–22 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 10–15 გრადუსი სითბო, დღისით – 20–25. მაღალ მთაში ღამით 3–8, ხოლო დღისით – 13–18 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 11–16, დღისით – 22–27; მაღალ მთაში ღამით 1–6, ხოლო დღისით – 12–17.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მაგრამ ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი შეიძლება დროდადრო წამში 17–22 მეტრამდე გაძლიერდეს. ღამით ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით – 27 გრადუსამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0