თბილისი, 30 მაისი — Sputnik. უზბეკეთში საფრანგეთის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ფრანსის დელეგი გასულ უქმეებზე ტაშკენტის მახლობლად, ჩიმგანის მთებში დაიღუპა, იუწყება "Sputnik-უზბეკეთი" საფრანგეთის საელჩოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
დელეგი პროფესიონალი მფრინავი-პარაპლანერისტი იყო. დაღუპვის მიზეზი ფრენისას შექმნილი გაუთვალისწინებელი სიტუაცია გახდა.
"უზბეკეთში საფრანგეთის საელჩომ ღრმა მწუხარებით შეიტყო შაბათს, 27 მაისს, უბედური შემთხვევის შედეგად საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომლის, ოპერატიული უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური ხელმძღვანელის, ფრანსის დელეგის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ასევე კომპეტენტური იყო ტაჯიკეთსა და თურქმენეთში", — ნათქვამია საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.
ამჟამად გარდაცვლილის ცხედარი ტაშკენტშია დასვენებული და უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საფრანგეთში მისი გადასვენების საკითხი წყდება.