საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
"ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა ვაჭრობის, ტურიზმის, განათლების სფეროში, თუმცა, ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ამ ახალი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პოლონეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებიან. გიორგი მარგველაშვილმა და ანჯეი დუდამ პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.