პოლონეთის პრეზიდენტი ქართულ-პოლონური ბიზნეს-ფორუმის გამართვის წინადადებით გამოვიდა

© FB / Георгий Маргвелашвилиანჯეი დუდა და გიორგი მარგველაშვილი
ანჯეი დუდა და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ინიციატივით გამოვიდა, ჩატარდეს ერთობლივი ბიზნეს-ფორუმი, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას წაადგება.

ირაკლი კობახიძე და სტანისლავ კარჩევსკი - Sputnik საქართველო
პარლამენტის სპიკერი პოლონეთის მარშალს შეხვდა

საქართველომ და პოლონეთმა ურთიერთობები უნდა გააღრმავონ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ დონეზეც, მიიჩნევს დუდა.

„ბოლო წლებში ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. თუ ბოლო წლებს შევადარებთ, ეს ზრდა აბსოლუტურად ცხადი იქნება. ვფიქრობთ, რომ ეს არასაკმარისია… მინდა, რომ ორგანიზება გავუწიოთ ქართულ-პოლონურ ბიზნეს-ფორუმს ან თბილისში, ან ვარშავაში. ვისურვებდი, რომ ეს ფორუმი რაც შეიძლება ადრე გაიმართოს", — განაცხადა პრეზიდენტმა.

ფორუმი ქართველ და პოლონელ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ორი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს და ასევე დაამყარონ კონტაქტები მომავალი თანამშრომნლობისთვის. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პოლონელი კოლეგის იდეას მხარი დაუჭირა და პოლონეთში საქართველოს ელჩს, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს ამ ფორუმის ორგანიზების მაქსიმალური ხელშეწყობისკენ მოუწოდა.

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

დუდამ ხაზგასმით აღნიშნა შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების მნიშვნელობა, რომელიც მიმდინარე წლის 28 მარტს ამოქმედდა.

გარდა ამისა, ანჯეი დუდამ მარგველაშვილი ვიზიტით პოლონეთში მიიწვია. ამის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უახლოეს მომავალში დიდი სიამოვნებით ეწვევა.

„პოლონეთი იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებმაც ყველაზე ადრე აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. მადლობა პოლონეთს ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს ფორმატებში საქართველოს მიმართ მტკიცე პოზიციისთვის", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

პრესკონფერენციის დაწყებამდე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ერთობლივ დეკლარაციას თანამშრომლობის შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, ორი ქვეყნის პრეზიდენტები პატრონაჟს გაუწევენ ისტორიკოსთა ქართულ-პოლონური კომისიის საქმიანობას. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლონეთი საქართველოს მხარს უჭერენ ევროკავშირსა და ნატოში მისწრაფებაში.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მეუღლესთან, აგატა კორნჰაუზერთან ერთად, საქართველოს ორშაბათს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. მან უკვე გამართა შეხვედრები პრეზიდენტ მარგველაშვილთან და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე გვირგვინით შეამკო საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

პოლონეთის დელეგაცია საქართველოს 31 მაისს დატოვებს.

2017 წელს საქართველო და პოლონეთი დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს აღნიშნავენ, რომელიც 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. იმ დროიდან საქართველომ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს 15 საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლებიც არეგულირებენ ორი ქვეყნის თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონალური განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0