საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - XV ტურის მიმოხილვა

© FB / DINAMOTB"დინამო" თბილისი - "დინამო" ბათუმი 4:0
დინამო თბილისი - დინამო ბათუმი 4:0 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის XV ტურმა ქობულეთში დიდი სიხარული გამოიწვია - ადგილობრივმა "შუქურამ" ეროვნული ლიგის ამჟამინდელ გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

აუტსაიდერის პირველი გამარჯვება

თავდაპირველად მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა" და „შუქურას" შორის საინტერესო მხოლოდ დედაქალაქის გუნდისთვის იყო. „რკინიგზელებმა" ჩემპიონატი მშვენივრად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ თამაშის ტემპი მკვეთრად დააგდეს და ბოლო ოთხ მატჩში ოთხი მარცხი განიცადეს, საერთო ანგარიშით 2:9.

პირველობის აშკარა აუტსაიდერის წინააღმდეგ გამარჯვებას, მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე, ყველაფერი თავის ადგილას უნდა დაებრუნებინა და „ლოკომოტივისათვის" ახალი მუხტი უნდა მიეცა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მატჩისწინა ვარაუდებს რეალობასთან არაფერი საერთო არ ჰქონია.

© Erovnuli Ligaთბილისის "ლოკომოტივი" - ქობულეთის "შუქურა" 0:3
Футбольный матч Локомотив (Тбилиси) – Шукура (Кобулети) 0:3 - Sputnik საქართველო
თბილისის "ლოკომოტივი" - ქობულეთის "შუქურა" 0:3

„ლოკომოტივმა" შეხვედრის დებიუტი ჩააგდო და უკვე მე-16 წუთისათვის ანგარიში 0:2 იყო. მე-13 წუთზე თავი გიორგი კალანდაძემ გამოიჩინა, ხოლო შემდეგ სამ წუთში გოლი საკუთარ ანგარიშზე ალექსანდრე გურულმა მიიწერა. ორივე გოლი გატანილია მასპინძლების სრული უყურადღებობის გამო.

მასპინძლები საბოლოოდ „გაანადგურა" ლევან კუტალიამ, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს 11-მეტრიანი განახორციელა.

ყველა ძალისხმევის მიუხედავად, „ლოკომოტივმა" პრესტიჟის გოლის გატანაც ვერ შეძლო, რომელიც მომხდარზე შთაბეჭდილებას მაინც ვერ შეცვლიდა.

„ლოკომოტივმა" მეხუთე წაგება იწვნია, ხოლო "შუქურას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა, რომლისათვის ეს მატჩი სადებიუტო იყო, კლუბის ქომაგებს იმედი ჩაუსახა.

"დინამოს" დერბიში თბილისმა გაიმარჯვა

ორ „დინამოს" შორის — თბილისი და ბათუმი- დერბი ყოველთვის საინტერესოა. მით უმეტეს, საინტერესო იყო დედაქალაქის გუნდის თამაშის ნახვა გასულ ტურში „ჩიხურასთან" დამარცხების შემდეგ.

ამჟამად კახა კაჭარავას აღსაზრდელები — ჩემპიონატის აშკარა ლიდერები არიან, როგორც სატურნირო ცხრილში ადგილის, ისე თამაშის ხარისხის მიხედვით. თანაც საჩხერეში განცდილი მარცხის გამო, თბილისის „დინამო" რევანშის აღებას აპირებდა.

© FB / DINAMOTB"დინამო" თბილისი - "დინამო" ბათუმი 4:0
Футбольный матч Динамо (Тбилиси) – Динамо (Батуми) 4:0 - Sputnik საქართველო
"დინამო" თბილისი - "დინამო" ბათუმი 4:0

რაც მათ გამოუვიდათ კიდეც. თბილისის „დინამო" ქომაგების წინაშე ერთიანი, დაბალანსებული მექანიზმის სახით წარსდგა, რომელშიც თითოეულმა ჭანჭიკმა იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა.

გიორგი თევზაძის ორი საგოლე გადაცემა, საბა ლობჟანიძის დუბლი, ბექა მიქელთაძისა და გიორგი გველესიანის გოლი და შედეგიანი პასი — ამ შეხვედრაში სტუმრებს გოლის გატანის არცერთი შანსი არ ჰქონდათ.

„ტორპედო" წინსვლას აგრძელებს

ვფიქრობ, ამ სეზონში ძირითადი ბრძოლა ეროვნული ლიგის მეორე-მესამე ადგილებისათვის გაიმართება.

ხოლო „დინამოს" ფეხდაფეხ ქუთაისის „ტორპედო" მისდევს, რასაც მორიგი მატჩი მოწმობს.

„ტორპედომ" ანგარიშით 2:1 მოუგო პრინციპულ მეტოქეს და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს — „სამტრედიას".

მასპინძლებს ერთი წუთითაც არ დაუკარგავთ კონცენტრაცია და უკვე შესვენების მომენტისათვის ანგარიშით 0:2 იგებდნენ. მე-12 წუთზე თავი შოთა ბაბუნაშვილმა გამოიჩინა, ხოლო 43-ე წუთზე ავტოგოლი „სამტრედიის" მცველმა მარკოზაშვილმა გაიტანა.

ყველა უსიამოვნებასთან ერთად, 73-ე წუთზე, სტუმრები უმცირესობაში დარჩნენ — მეორე ყვითელი ბარათის გამო მინდვრიდან გიული მანჯგალაძე გააძევეს. „სამტრედიელების" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი საფინალო სასტვენამდე იბრძოდნენ — შედეგად მეორე დამატებით წუთზე გიორგი ბერიაშვილმა გაიტანა გოლი.

© FB / DINAMOTB"დინამო" თბილისი - "დინამო" ბათუმი 4:0
Футбольный матч Динамо (Тбилиси) – Динамо (Батуми) 4:0 - Sputnik საქართველო
"დინამო" თბილისი - "დინამო" ბათუმი 4:0

„ტორპედომ" ექვსი მატჩიდან ხუთი მოიგო და თავის კარში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა, რომელზეც ზემოდ ვისაუბრეთ.

არაფერია გასაკვირი, რომ „ტორპედოს" „დინამო" თვალთახედვის არეში ჰყავს და მას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

ერთი სიტყვით

თბილისის „ლოკომოტივის" მსგავსად, „საბურთალოც" გარკვეულ კრიზისს განიცდის. გუნდი უკვე ზედიზედ მესამე მატჩს აგებს. ამჯერად საკუთარ მოედანზე „ჩიხურასთან" – 1:2.

ყველაზე ნაკლებად სანახაობრივი მატჩი ჩატარდა ფოთში, სადაც ადგილობრივმა „კოლხეთმა" და „დილამ" გამარჯვებული ვერ გამოავლინეს — 0:0.

XV ტურის ყველა მატჩის შედეგი:

„ლოკომოტივი" (თბილისი) – „შუქურა" (ქობულეთი) 0:3

„დინამო" (თბილისი) – „დინამო" (ბათუმი) 4:0

„ტორპედო" (ქუთაისი) – „სამტრედია" 2:1

„საბურთალო" (თბილისი) – „ჩიხურა" (საჩხერე) 1:2

„კოლხეთი" (ფოთი) – „დილა" (გორი) 0:0

ეროვნული ლიგის XVI ტურის მატჩები 1 და 2 ივნისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0