სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში: გამომძალველები დააკავეს

© AP Photo / Eric Risbergდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომძალველებს, რომლებიც ბიზნესმენს 200000 დოლარს სძალავდნენ, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულებს ბიზნესმენისგან 200 000 დოლარის გამოძალვა ედებათ ბრალად.

ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თავდაპირველად სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეარხ TV Pirveli-ს ჟურნალისტმა, რომელმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვა გაუშვა.

შსს-ში ამტკიცებენ, რომ ბრალდებულები ფულს სძალავდნენ ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელსაც მოკვლით ემუქრებოდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0