ამინდი საქართველოში: +30 გრადუსამდე დათბება

© Sputnik / Levan Avlabreliმეტეხის ხიდი
მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოში იქნება თბილი, მაგრამ წვიმიანი ამინდი.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნდება მცირე ნალექი, თუმცა, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის 30 გრადუსამდე მომატებას გვპირდებიან.

სამშაბათი, 30 მაისი

საქართველოს ტერიტორიაზე დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა. ქარის სიჩქარე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება, ხოლო აღმოსავლეთში წამში 10-15 მეტრს შეადგენს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 15-20 გრადუსი სითბო, დღისით — 25-30. მაღალ მთაში იქნება პლუს 8-13, დღისით კი — 18-23 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28. მაღალ მთაში იქნება პლუს 2-7, დღისით კი — 8-13 გრადუსი სითბო.

თბილისში იქნება ღრუბლიანი ამინდი, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი სიძლიერე წამში 8-13 მეტრი იქნება. ღამით 16 გრადუსი, დღისით — 26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

ოთხშაბათი, 31 მაისი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. ქარი დაუბერავს წამში 10-15 მტრის სიჩქარით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 12-17 გრადუსი სითბო, დღისით — 19-24. მაღალ მთაში იქნება პლუს 3-8, დღისით კი — 14-19 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 11-16 გრადუსი სითბო, დღისით — 23-28. მაღალ მთაში იქნება პლუს 4-9, დღისით კი — 14-19 გრადუსი სითბო.

თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი დაუბერავს წამში 10-15 მეტრის სიჩქარით, დროგამოშვებით კი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება. ღამით იქნება 14 გრადუსი სითბო, დღისით — 27.

ყველა ახალი ამბავი
0