ალექსანდრე ჯეჯელავა: კანდიდატების შერჩევის პროცესმა გამჭვირვალედ ჩაიარა
"შერჩევის პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებული. დარწმუნებული ვარ, რომ ის პრობლემა რაც ადრე იყო, აღარ განმეორდება", — განაცხადა ჯეჯელავამ.
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 27-28 მაისის პერიოდში ჩატარდა.
სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ხუთეული შეარჩია: ლადო ჭანტურია (5 ქულა), სოფო ჯაფარიძე (4.69 ქულა), შოთა გეწაძე (3.85 ქულა), თამარ ალანია (3.77 ქულა), ირაკლი დონდოლაძე (3.69 ქულა).