გორის საავადმყოფოს მესამე სართულიდან პაციენტი გადმოხტა და თავი მოიკლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ადგილობრივებთან საუბრიდან გაირკვა, მამაკაცისთვის ცოტა ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაესვათ და სწორედ ამის გამო გადაეჭრა ვენები.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. გორის ცენტრალური საავადმყოფო „გორმედის“ მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, იუწყება ქართული მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს 74 წლის პაციენტი იყო, რომელიც კლინიკაში გადაჭრილი ვენებით შეიყვანეს.

როგორც ადგილობრივებთან საუბრიდან გაირკვა, მამაკაცისთვის ცოტა ხნის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაესვათ და სწორედ ამის გამო გადაეჭრა ვენები.

„გორმედის“ ექიმებმა პაციენტს შეყვანისთანავე აღმოუჩინეს დახმარება და სტაციონარში გაამწესეს, მაგრამ როგორც კი ის მარტო დარჩა, მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0