თამარ დათუაშვილი: 5 წლის ვიყავი როცა პიონერთა სასახლეში მამღერებდნენ
თამარ დათუაშვილი იხსენებს თავის ბავშვობას, იმას, როგორი ნიჭიერი და აქტიური ბავშვი იყო. იხსენებს საბავშვო ოპერას, სადაც თითქმის ყველა პარტიას ის მღეროდა.
"საბავშვო ბაღში გამზადებული "მასალა" ვიყავი: ლექსი, სიმღერა გარეგნობა — ჩემი სახით ყველაფერი მზად იყო"- განუცხადა "Sputnik- საქართველოს" თამარ დათუაშვილმა.
თამარ დათუაშვილი- თეატრისა და კინოს მსახიობი, წარსულში მეტეხის თეატრის მსახიობი, 20 წლის მანძილზე თეატრში ქალის თითქმის ყველა საუკეთესო როლი აქვს ნათამაშები.