თბილისში გაიხსნა ახალი სავარჯიშო კომპლექსი რაგბისტებისთვის

© FB / David Narmaniaახალი კომპლექსი რეგბისტებისათვის
ახალი კომპლექსი რეგბისტებისათვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ სტადიონზე რაგბისტების გარდა კიდევ შვიდი სახეობის სპორტსმენები მოემზადებიან.

თბილისი, 28 მაისი-Sputnik. თბილისის გარეუბან გლდანში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების  ახალი სავარჯიშო კომპლექსი რაგბისტებისთვის, ნათქვამია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ახალი სტადიონი უმასპინძლებს  20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში 2017 წლის ივნისში გაიმართება. კომპლექსი ოთხი მოედნისგან შედგება: ერთი ბუნებრივი, ერთი ქვიშის და ორი ხელოვნური საფარით.

„ეს მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსია, რომლის ანალოგიც ჩვენს ქალაქში აქამდე არ იყო. რაგბის გარდა ბაზა კიდევ შვიდი სახეობისთვისაა განკუთვნილი. ამ შემთხვევაში მთავარი რაგბია, რადგან ჩვენთან ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება“- განაცხადა კომპლექსის გახსნაზე ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.

ქალაქის თავის თქმით, მოედნებზე უკვე აქტიურად ვარჯიშობს 300-ზე მეტი ახალგაზრდა.

„დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ წარმატებებს მივაღწევთ სპორტის ამ სახეობაში“-იმედი გამოთქვა ნარმანიამ.

კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის თანახმად, აშენდა ადმინისტრაციული შენობა, მოეწყო და ინვენტარით აღიჭურვა სავარჯიშო დარბაზი, რომლის ტრიბუნებიც ათას მაყურებელზეა გათვლილი. კომპლექსს გააჩნია პარკირების საკუთარი ზონაც.

დღეს რაგბი საქართველოში პოპულარობით მხოლოდ ფეხბურთს თუ ჩამორჩება. ამის ძირითადი მიზეზი საერთაშორისო არენაზე ნაკრების წარმატებული გამოსვლებია.


ყველა ახალი ამბავი
0