გიგანტური ბორბალი, რომელსაც მანები, ანუ დამჭიმი მოწყობილობა (რუს: спицы) არ აქვს, ჩინეთში გუშინ, 27 მაისს გაიხსნა.
ნაგებობის სიმაღლე 145 მეტრია და ერთდროულად 360 ადამიანს იტევს. თითოეული კაბინა ტელეეკრანებითა და Wi-Fi-თ არის აღჭურვილი.
მსოფლიოს ორი ყველაზე მაღალი „ეშმაკის ბორბალი“, ოღონდ მანებით, ლას-ვეგასსა და სინგაპურში მდებარეობს. ამერიკული High Roller-ის სიმაღლე 167 მეტრია, ხოლო სინგაპურული Flyer-ისა — 165 მ.
კიდევ ერთი გიგანტური ბორბალი Star of Nanchang-ი ჩინეთში მდებარეობს და მისი სიმაღლე 160 მეტრია. ოღონდ ისიც მანებიანია.