თბილისში „პატარა საფრანგეთი“ გაჩნდა

© facebook.com/mod.gov.geმიხეილ ჯანელიძე და დავით ნარმანია
მიხეილ ჯანელიძე და დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთს ლევილის სახელი ეწოდა

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. დღეიდან საქართველოს დედაქალაქში ოფიციალურად გაჩნდა „პატარა საფრანგეთი“: მტკვრის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთს ლევილის სახელი მიენიჭა.

„საქართველოში მიმდინარე დიასპორის ფორუმის ფარგლებში 2017 წლის 28 მაისს გაიმართა თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთისთვის ლევილის სახელის მინიჭების ოფიციალური ცერემონია“, — იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ღონისძიებას დაესწრნენ საფრანგეთიდან ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული ქართული დიასპორის წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები.

ცერემონიის დამსწრეთ სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და „ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დავალებით, განხორციელდება ძალიან დიდი პროექტი, რომელიც კიდევ მეტად დააკავშირებს საქართველოსა და საფრანგეთს და განამტკიცებს ჩვენს ისტორიულ კავშირს ევროპასთან“.

სტუმრებს ასევე მიმართეს სიტყვით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ლევილის ვიცე-მერმა დანიელ ესპრენმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნატაშა ეფიმოვამ და ლევილის მმართველი საბჭოს წევრმა ირენ ციციშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0