სამხედრო ტექნიკის გამოფენა, წვევამდელების სამხედრო ფიცის დადება, რუსთაველის გამზირზე გამართული ზეიმი და გართობა თბილისელებისათვის და ქალაქის სტუმრებისათვის — იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტა, როგორ აღინიშნა თბილისში ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაყლი.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყველაზე მეტი ხალხი, ტრადიციულად, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა, სადაც საქართველოს არმიის კუთვნილი ქართული და უცხოური სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. გამოფენას ეწვია ათასობით ხალხი, მათ შორის ბავშვებიც, რომლებმაც "შეიპყრეს" ჯავშანტექნიკა და მის ფონზე ფოტოებს იღებდნენ. ხალხის რაოდენობა დაღამებამდე არ შემცირებულა. ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, დღის პირველ ნახევარში წვევამდელებმა დადეს სამხედრო ფიცი. რუსთაველის გამზირზე ამ დროს დღესასწაული იმართებოდა, ჩატარდა კონცერტები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები.