ქართული არმიის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაზე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს გაიმართა თბილისში, ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. იხილეთ გამოფენის ამსახველი ვიდეო Sputnik-საქართველოსგან.
თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქართული და უცხოური საბრძოლო ტექნიკა წარმოადგინეს.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ კიდევ ერთხელ გაახარა თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები საკუთარი მიღწევით, როდესაც სნაიპერული შაშახანა „სატევარის“ მეორე მოდიფიკაცია გამოიტანა გამოფენაზე.
გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო ტექნიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის სხვა ნიმუშებიც, რომლებიც უკვე არის ქართული არმიის არსენალში.
ღია გამოფენას ათასობით ადამიანი დაესწრო, რომელთა შორის ჭარბობდნენ ბავშვები. ისინი, მშობლების მეთვალყურეობით, თავისუფლად ძვრებოდნენ სამხედრო მანქანებზე და სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.