თბილისი, 27 მაისი — Sputnik. რომანტიკული შოუ „ხალასტიაკის“ მეხუთე სეზონის მონაწილე და სერიალ „ინტერნების“ ვარსკვლავი, ქართული ფესვების მქონე 32 წლის ილია გლინნიკოვი თბილისში ერთბაშად ოთხ სავარაუდო საცოლესთან ერთადაა ჩამოსული.
მსახიობი სწორედ თბილისში განსაზღვრავს, ოთხიდან რომელ ორ გოგონას დატოვებს ფინალური „ორთაბრძოლისთვის“ და ამ გადაწყვეტილებას ის შოუს ბოლოსწინა გადაცემაში გაამჟღავნებს, რომელიც შაბათს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
ილია გლინნიკოვს ოთხ აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპაჟს შორის უწევს არჩევანის გაკეთება — როგორც ცხოვრების სტილით, ისე ფასეულობებით. ესენი არიან:
- ლესია რიაბცევა, 25 წლის ვოლგოგრადელი ამბიციური ჟურნალისტი;
- ეკატერინა ნიკულინა, 21 წლის მოსკოველი გოგონა, რომელიც მსახიობობაზე ოცნებობს;
- მადინა ტამოვა, 25 წლისა, რომელიც ესპანეთიდან ჩამოვიდა შოუში მონაწილეობის მისაღებად;
- სნეჟანა სამოხინა, 23 წლის მოსკოველი მარკეტოლოგი.
როგორც თავად ილია გლინნიკოვი აცხადებდა შოუს დასაწყისში, მას თავისი პარტნიორი უყვარდა სერიალ „ინტერნებიდან“, აგლაია ტარასოვა და მასზე დაქორწინებასაც აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ იმედები გაუცრუვდა.
„მეშინია, რომ კიდევ ერთხელ არ გამიცრუვდეს იმედები. ერთხელ უკვე ვგეგმავდი ქორწილს, მაგრამ… ყველა ადამიანს, თვით უძლიერესსაც კი, უნდა, რომ ვინმეს უყვარდეს. მეც მინდა და მეშინია ამის“, — თქვა ილიამ.
მსახიობი გოგონებს თბილისსაც ათვალიერებინებს და თავის დიდ ქართულ სანათესაოსაც აცნობს. გაითვალისწინებს თუ არა მსახიობი ახლობლების რჩევას, ამას უკვე ძალიან მალე შევიტყობთ.
გადაცემის ყურება შეგიძლიათ აქ: