ვერიკო ტუხაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ჰიმნი შეასრულა

გამოწერა

პროექტის "ახალი ხმა 5" მონაწილე ვერიკო ტუხაშვილმა მონაწილეობა მიიღო "Sputnik-საქართველოს" პროექტში და მოსკოვში საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

"Sputnik-საქართველო" დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მკითხველებს ჩუქნის ვიდეოპროექტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველების მონაწილეობით. პროექტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლები აშშ-იდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ავსტრიიდან და იტალიიდან შეასრულებენ ეროვნული ჰიმნის ნაწყვეტებს, რათა საკუთარ სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცონ. პროექტის მონაწილეთა რიცხვში არიან — ანსამბლი "სულიკოს" მუსიკოსები, "ახალი ხმის" მონაწილე ვერიკო ტუხაშვილი, მსოფლიო საოპერო სცენების პრიმადონა თამარ ივერი, მხატვარი გიორგი ცინცაძე, მსახიობი ცუცა კალანდაძე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები იტალიაში.

ყველა ახალი ამბავი
0