საქართველო ცნობილია საკუთარი სტუმართმოყვარეობით. შესანიშნავი ბუნება, უძველესი ისტორია და ეროვნული ტრადიციები ამ ქვეყანაში მოგზაურობას ერთობ საინტერესოს ხდის.
"Sputnik-საქართველო" გთავაზობთ ფოტოების ნაკრებს, რომლების ნახვის შემდეგაც, ყველას მოუნდება საქართველოში მოგზაურობა.

საქართველოში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩამოდის, რათა დაათვალიერონ ლამაზი ხედები, დაისვენონ კომფორტულად და კარგად გაატარონ დრო. ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება

ტურისტები საქართველოში ყოველთვის უსაფრთხოდ გრძნობენ თავს

სტუმრებს ყველგან იწვევენ ქართული სამზარეულოს და ღვინის დასაგემოვნებლად

საქართველოს სტუმრებს თბილი და სასიამოვნო ატმოსფერო ელით

იცოდით, რომ ფაფახი თავს სიცხისგან იცავს? საქართველოს სტუმრებს სხვადასხვა სახის სუვენირებს სთავაზობენ

საჩუქრები ყოველ ნაბიჯზე, ყველა გემოვნებისათვის

ქართული ღვინოების დეგუსტაცია მხოლოდ დღესასწაულებზე და ფესტივალებზე არ იმართება. დღეს ღვინის თითქმის ყველა მაღაზიაში და რესტორანში შესაძლებელია ღვინის დაგემოვნება და შერჩევა

ყველა დიდ რესტორანში შეხვდებით შესანიშნავ მარანს

2016 წელს საქართველოს 6 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. 2017 წელს, წინასწარი პროგნოზით, ვიზიტორთა რაოდენობა 7 მილიონს გადააჭარბებს

ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა, ლიმონათისა და "ლაღიძის" წყლების შესახებ დღეს მთელმა მსოფლიომ იცის. თუმცა ტურისტები ხანდახან ასეთ უჩვეულო შერწყმასაც ხვდებიან

11/20
© photo: Sputnik
მთელი თბილისის სიმაღლიდან დანახვა შესაძლებელია საბაგიროდან, რომელიც ქალაქის ცენტრის თავზე გადის. ბევრი ტურისტისთვის ეს მოგზაურობა ერთ-ერთი პირველი და სამახსოვრო შთაბეჭდილება ხდება საქართველოზე

დღეს სასტუმროების დიზაინრები საქართველოს ქალაქებში მათ გაფორმებას ტრადიციისა და ფერების შეთავსებით ცდილობენ. მაგალითად, ასე გამოიყურება ერთ-ერთი ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერი თბილისის ცენტრში

საქართველო - პატარა ქვეყანა, სადაც შავი ზღვის ნაპირებიდან სულ რამდენიმე საათში დათოვლილ მთებში წასვლაა შესაძლებელი

ქართული ქალაქების ქუჩები განუმეორებელი არქიტექტურით ნებისმიერ ამინდში ულამაზესია. ეს ფოტო გადაღებულია სიღნაღში წვიმის დროს. ტურისტები ამ დროს ქუჩაში არ არიან, ისინი რესტორნებში სხედან და ქართულ ღვინოს აგემოვნებენ

საქართველოში უფრო და უფრო ხშირად ჩამოდიან უცხოელი სტუმრები ქორწილის გადასახდელად. სიღნაღში, ანუ "სიყვარულის ქალაქში", მოქმედებს ქვეყნის პირველი სადღეღამისო ქორწინების სახლი. კიდევ ერთი სადღეღამისო ქორწინების სახლი მუშაობს ქალაქ ბათუმში

საქართველოს ტერიტორიაზე სობით ეკლესია და ტაძარია. ყველა მათგანი მარტივად მისასვლელ ადგილზე არ არის განთავსებული. ზოგიერთთან მისასვლელად საკმაოდ რთული და ხანგრძლივი გზა არის გასავლელი ფეხით

ცხენებით გასეირნება და ეტლით მგზავრობა - ასე ერთობიან ტურისტები ქვეყნის ბევრ ქალაქში

საქართველოში შესაძლოა ასეთ უჩვეულო ძეგლებსაც. პუშკინის ბარელიეფის ეს ძეგლი გვხვდება მცხეთაში ერთ-ერთ წყაროსთან, სადაც ადრე წყალს სვამდა გენიალური პოეტი

უფრო და უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის საქართველოში საკუთარი მანქანით. ეს მოსახერხებელია და ასეთი მოგზაურობა ძალიან საინტერესოა. საგზაო წესრიგს აქ საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს, რომელიც არ იღებს ქრთამს და არ იმალება ხეებს უკან ავტომობილისტებზე სანადიროდ. პოლიციის თანამშრომლები თავაზიანები არიან და მათთვის ყოველთვის შეიძლება დახმარების თხოვნა. საქართველოს გზებზე გადაადგილებისას ყურადღებაა საჭირო - მძღოლების გარკვეულ ნაწილს სიჩქარის გადაჭარბება და მოულოდნელი მანევრების კეთება სჩვევია

საქართველოში შესანიშნავი ბუნება და არაჩვეულებრივი ხედებია, რომლების საათობით ყურებაც კი სასიამოვნოა