საქართველო დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე ასობით წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ცერემონია.
დაახლოებით 400-მა წვევამდელმა დადო ფიცი დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე. წვევამდელებს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჰიმნის გაჟღერების შემდეგ მიულოცა.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე იყვნენ საქართველოს პირველი პირები, მთავრობის წევრები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეები, რომელიც იმავე დღის დილას გაიხსნა თბილისში.