კრისტი ყიფშიძის ზღაპრული მოგზაურობა და შვიდგზის „უნახავი“ ეიფელის კოშკი

© courtesy of Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

მოდელ კრისტი ყიფშიძისთვის მოგზაურობა არის პროცესი, რომელიც მის ცხოვრებაში ყოველთვის სიახლესთან და თავგადასავლებთან ასოცირდება.

კრისტიმ მოგზაურობა ადრეულ ბავშვობაში დაიწყო და წლების განმავლობაში ბევრი სასიამოვნო მოგონება და ემოცია დაუგროვდა. კრისტის ვოაიაჟი იმდენად მრავალფეროვანია და იმდენ ქვეყანაშია ნამყოფი, რომ უკვე დათვლა უჭირს. მან მოგზაურობის დროს განცდილი შთაბეჭდილებები  „sputnik-საქართველოს“ გაუზიარა.

© FB/ Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე ესპანეთის ქალაქ კადისში
კრისტი ყიფშიძე ესპანეთის ქალაქ კადისში - Sputnik საქართველო
კრისტი ყიფშიძე ესპანეთის ქალაქ კადისში

— 12 წლის ვიყავი, პირველად მე და დედაჩემი პრაღაში, რომ წავედით. საოცარი შეგრძნება იყო. თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ამ ასაკში უკვე კარგად აცნობიერებ ყველაფერს და აფასებ მოვლენებს. უკვე გესმის და ხვდები ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობის, მუზეუმის, გალერეის მნიშვნელობასა და ღირებულებას.

ძალიან მიყვარს მოგზაურობა და საბედნიეროდ, ხშირად ვმოგზაურობ. ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი, ზოგიერთ ქვეყანაში ოთხ-ხუთჯერაც კი, მაგრამ ყოველ ჯერზე განსხვავებული თვალით ვუყურებ ამ ქვეყნებს.

© FB/ Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე ესპანეთში
კრისტი ყიფშიძე ესპანეთში - Sputnik საქართველო
კრისტი ყიფშიძე ესპანეთში

— მოგზაურობის დროს განცდილი ემოციები რა კვალს ტოვებს ადამიანის ცხოვრებაში?

— ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია. ერთფეროვანი ცხოვრება ძალიან არასაინტერესო და მოსაწყენია. მოგზაურობას სიახლეები შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში. სამი დღითაც რომ წახვიდე უცხო ქვეყანაში, იმდენად განტვირთული და ემოციებით დატვირთული ჩამოდიხარ, თითქმის მთელი წელი მიგყვება ეს დადებითი ემოცია. პირადად ჩემთვის, ქალაქგარეთაც რომ გავიდე, ესეც საკმარისია განტვირთვისთვის.

© FB/ Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე ბარსელონაში
კრისტი ყიფშიძე ბარსელონაში - Sputnik საქართველო
კრისტი ყიფშიძე ბარსელონაში

— როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ ხშირად გიწევთ მოგზაურობა. ამას თქვენი სამსახური განაპირობებს თუ უფრო ხშირად დასასვენებლად მიდიხართ?

— ასე გადაჭრით ვერ გეტყვით, ხან როგორ და ხანაც — როგორ. საბედნიეროდ, სამსახური ხშირად მაძლევს მოგზაურობის შანსს. ხშირად მაქვს გადაღებები უცხო ქვეყნებში. ამასაც თავისებური ხიბლი და ხალისი აქვს. სულ ახლახან ესპანეთში ვიყავი გადაღებებზე. დაახლოებით ოცი დღე დავყავი არაჩვეულებრივ გარემოში. თან ვმუშაობდი, თან ვისვენებდი და ამ სილამაზით ვტკბებოდი. ისე, დასასვენებლადაც ძალიან ხშირად დავდივარ.

© FB/ Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე პარიზში
კრისტი ყიფშიძე პარიზში - Sputnik საქართველო
კრისტი ყიფშიძე პარიზში

— როდესაც სამსახურიდან გამომდინარე გიწევთ მოგზაურობა, ქალაქის დათვალიერებას, ღირსშესანიშნაობის ნახვას, შოპინგს თუ ახერხებთ?

— გააჩნია, როგორი გრაფიკი და რამდენი დრო მაქვს. ზოგჯერ ვახერხებ, ზოგჯერ — ვერა. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის ნახვას ვერ ვახერხებ, ძალიან გულდაწყვეტილი ვბრუნდები საქართველოში.

— ყველაზე მეტად, რომელი ქვეყანა გხიბლავთ და გიზიდავთ?

— სულ მინდა ესპანეთში წასვლა. არ ვგულისხმობ მარტო ბარსელონას, ან რომელიმე კონკრეტულ ქალაქს. ზოგადად ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. ულამაზესია ამსტერდამი. პატარა, მაგრამ ლამაზი ქალაქია. არ მომბეზრდება პარიზში სტუმრობა. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი, იმიტომ რომ  რაღაცნაირად გაპრანჭული ქალაქია. საოცარი აურა აქვს და ძალიან გიზიდავს. ხშირად ამბობენ, რომ პარიზი სიყვარულის ქალაქია, ჩემი აზრით კი იგი მოდის ქალაქი უფროა.

© FB/ Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო
კრისტი ყიფშიძე

— არც ისე მარტივია ეიფელის კოშკზე ასვლა და იქიდან პარიზის დათვალიერება. თქვენ თუ ასულხართ როდესმე ეიფელზე?

— პარიზში დაახლოებით შვიდჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ეიფელის კოშკზე არასოდეს ავსულვარ, სურვილიც კი არ გამჩენია. არც ნიუ-იორკში მოგზაურობის დროს არ ავსულვარ ემპაიერ სტეიტ ბილდინგზე.

— აკროფობია ხომ არ გაქვთ?

— არა, სიმაღლის შიში არ მაქვს, უბრალოდ, არ მიზიდავს ქალაქის ამ ფორმით დათვალიერება. მოგზაურობის დროს ყოველთვის ვაკვირდები და ხაზს ვუსვამ არქიტექტურას. სწორედ ამით ვხვდები, რა ტიპის ხალხი ცხოვრობს ამა თუ იმ ქალაქში. ძალიან მიყვარს უცხო ქვეყანაში ფეხით სეირნობა. ტაქსით მხოლოდ აეროპორტში თუ წავალ. ვცდილობ სამოგზაუროდ არ წავიდე ზამთრის პერიოდში, რადგან სიცივე დისკომფორტს მიქმნის და ვერ ვახერხებ გარეთ სეირნობას. ვცდილობ იქაურად ვიგრძნო თავი და არა ტურისტად.

— ეგზოტიკური ქვეყნები, ჯუნგლები, ტროპიკული ტყეები გიზიდავთ?

— კი. ძალიან შთამბეჭდავია ეს ყველაფერი. ეგზოტიკური ქვეყნებიდან ინდოეთში ვარ ნამყოფი. დაახლოებით ერთი თვე დავრჩი საოცარი ფერებისა და ულამაზესი ყვავილების სამყაროში. ცაც სულ სხვა ფერია. უცხო ქვეყნებში ხშირად ვაკვირდები ცას, როგორი და რა ფერისაა იგი. მაგალითად, მოსკოვში ვგრძნობ, რომ ცა ძალიან დაბლაა, თითქოს უნდა შეეხო.

— გურმანი ხართ? გიყვართ უცხო კერძები და ექსპერიმენტები ამ საკითხში?

— არაფერი განსაკუთრებული არ გამისინჯავს. ამსტერდამში ნებისმიერ კაფეში რომ დაჯდე, უგემრიელეს კერძებს მოგართმევენ. ძალიან მომწონდა ესპანური კერძები. მიყვარს თევზეული, მაგრამ არ მივირთმევ ხორცს. ნიუ-იორკში იმდენად მომეწონა სუში, რომ თითქმის ყოველდღე მივირთმევდი. სამწუხაროდ, იაპონიაში არ ვარ ნამყოფი, თუმცა დარწმუნებული ვარ იქ უფრო გემრიელ სუშის გავსინჯავდი.

— მოგზაურობის დროს რამე ტრადიცია ხომ არ გაქვთ? ან რამე  ნივთებს ხომ არ აგროვებთ კოლექციის სახით?

— ძალიან ბევრ ნივთს ვყიდულობ საზღვარგარეთ, მარამ ასე, ერთი კონკრეტული ხაზი, რომ კოლექციის სახით რამე მოვაგროვო, არ მაქვს.

— შვილთან ერთად თუ გიწევთ მოგზაურობა და რამდენად ემთხვევა თქვენი გემოვნება ერთმანეთს?

— მხოლოდ ერთხელ ვიყავით ერთად სამოგზაუროდ ეგვიპტეში. პირამიდები დავათვალიერეთ. ორივეს მოგვეწონა. მაშინ ნატალია 12 წლის იყო. ძალიან სასიამოვნო დასვენება გამოგვივიდა. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს და კიდევ ბევრ ქვეყანას ვნახავთ ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0