ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში 26 მაისს გაიხსნება

© courtesy of Irakli Sesiashviliირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2002 წლის შემდეგ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს, განუცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში 26 მაისს იხსნება

„ნატოს ისტორიაში, მხოლოდ ოთხჯერ, ნატოს არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და 2002 წლის შემდგომ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. დღეს, ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართება და უკვე ხვალიდან ეს ცენტრი გადმოინაცვლებს თბილისში. ეს არის მართლაც ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ამ დღეს დიდი სიხარულით ვხვდებით", — აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა 26 მაისს დაიწყება და 4 დღე გაგრძელდება. ნატოს საპარლამენტო სესიაზე საქართველოს 600-მდე დელეგატი ეწვევა. მათ შორის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატები, ასევე, 20 არაწევრი, ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლები

ყველა ახალი ამბავი
0