ტერორისტების მასშტაბური შეტევა განხორციელდა ფილიპინებზე – "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა თითქმის მთელი ქალაქი დაიპყრეს. იხილეთ უცხოური სააგენტოების კადრები ფოტომასალაში თემაზე, თუ რა ხდება ქალაქ მარავიში.
ფილიპინების ქალაქ მარავიში უკვე რამდენიმე დღეა ბრძოლები მიმდინარეობს სახელმწიფო არმიასა და "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებს შორის, რომლებმაც დასახლებული პუნქტის დიდი ნაწილი დაიპყრეს. ბოევიკების შეტევა მაშინ დაიწყო, როდესაც ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე ქვეყანაში არ იმყოფებოდა, პრეზიდენტი ამ პერიოდში რუსეთს ეწვია.
ამ დროისათვის მოსახლეობა ტოვებს დაპყრობილ ქალაქს, რომელშიც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. დუტერტემ სახელმწიფო არმიას ორი თვე მისცა დასახლებულ პუნქტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად. როგორც მასმედია იუწყება, დუტერტემ ბოევიკების წინააღმდეგობის ჩასახშობად "სიკვდილის ესკადრონები" გაგზავნა.