ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე აშშ-ში მიემგზავრებიან

გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე 27-28 მაისს, ფლორიდაში, საერთაშორისო კონსერვატიულ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე აშშ-ში მიემგზავრებიან

„პირველად ხდება, როდესაც საქართველოდან მიწვეულია კონკრეტული პარტია. ჩვენ, როგორც კონსერვატიული ფრაქციის წარმომადგენლებში პარლამენტში, ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მივემგზავრებით. სწორედ იმ დროს, როდესაც ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს შორისაც ასეთი დაახლოება მიმდინარეობს. ჩვენი მიზანი იქნება, ვცადოთ შემდეგი საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ჩატარება, რათა მთელმა კონსერვატორებმა, რომელთა ძალა აშკარად იზრდება მსოფლიოში, თავი საქართველოში მოიყარონ", — განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ასევე ამერიკელ და ევროპელ კონსერვატორებთან. მათ შორის, ფლორიდის გუბერნატორ, რესპუბლიკელ რიკ სკოტთან, კანადის მთავრობის წევრ, კონსერვატორ ჯეისონ კენისთან, კოლუმბიის სენატორ ივან მარკუს დუქუესთან, ევროპარლამენტის წევრებთან: სტივენ ვულფთან, კონსერვატორ დანიელ ჰანანთან, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების" წევრ თომა ფორებასთან.

ყველა ახალი ამბავი
0