თამარ გვერდწითელი და ნანა ვარძელაშვილი ემზადებიან პროექტისთვის Ты супер!

© Sputnik / Denis Aslanovთამარ გვერდწითელი
თამარ გვერდწითელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის Ты супер! მონაწილეებს წინ საპასუხისმგებლო ფინალური კონცერტი ელოდებათ, რომელიც 26 მაისს კრემლის სახელმწიფო სასახლეში გაიმართება.

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ნანა ვარძელაშვილი, რომელიც რუსეთის ტელეარხ НТВ-სა და საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის საერთაშორისო ვოკალურ კონკურსში Ты супер! საქართველოს  წარმოადგენდა, ფინალური კონცერტისთვის ცნობილ მომღერალთან თამარ გვერდწითელთან ერთად ემზადება — ისინი ლეგენდარულ „თბილისოს“ შეასრულებენ. 

საქართველოს წარმომადგენელმა ნანა ვარძელაშვილმა ვოკალური კონკურსის Ты супер! მეორე ტურში გადასვლა ვერ მოახერხა. გოგონა ცოტა ხნის წინ მოსკოვში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიიღოს დასკვნით შოუში.

„თამარ გვერდწითელი ძალზე თბილად შემხვდა, მომცა რჩევები. რეპეტიცია „მოსფილმში“ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბედნიერი ვარ, რომ თამარ გვერდწითელთან ერთად ვიმღერებ, ამაზე ადრე ვერც კი ვიოცნებებდი. ჩვენ გავინაწილეთ, რომელ სტროფს მე ვიმღერებ და რომელს ის. თამარ გვერდწითელმა მირჩია სცენაზე  არ ვინერვიულო და თავისუფლად ვიმღერო. ემოციებით სავსე ვარ, აქედან რომ მივემგზავრებოდი, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ახლა იწყება“, — უთხრა ვარძელაშვილმა „Sputnik–საქართველოს“

© Sputnik / Denis Aslanovნანა ვარძელაშვილი
Нана Вардзелашвили - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილი

არანაკლებ ემოციური აღმოჩნდა მეგობრებთან მისი შეხვედრა. ნანას სიტყვებით, ის მათთან შეხვედრაზე ოცნებობდა. ახლა კი გოგონა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს მეგობრებთან ერთად და სამახსოვრო ფოტოები გადაიღოს.

„შეიძლება ისინი მომავალში ვეღარ ვნახო… როცა მოსკოვიდან საქართველოში ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, იქნებ მოხდეს სასწაული და კიდევ დავბრუნდე აქ–მეთქი. არავინ იცის, ხვალ რა იქნება, მე კი უკვე სასწაულების მჯერა. ეს ხომ სასწაულია, რომ ამ პროექტში მოვხვდი, თანაც შემთხვევით“, — თქვა ნანამ.

საერთაშორისო საბავშვო ვოკალური კონკურსის Ты супер! ფინალური შოუ 26 მაისს კრემლის სახელმწიფო სასახლეში გაიმართება, ხოლო 27 მაისს, 20:00 საათზე ტელემაყურებელი კონცერტს იხილავს ტელეარხ НТВ-ზე, კონცერტის ტრანსლირებას ასევე საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ი განახორციელებს.

„რა თქმა უნდა, ვღელავ, მაგრამ ჩემი მთავარი ამოცანა — კარგად სიმღერაა. წინა გამოსვლაზე მარტო ვმღეროდი, ახლა კი ჩემთან ერთად ლეგენდარული მომღერალი თამარ გვერდწითელი იქნება, რაც ძალას და გამბედაობას მმატებს“, — აღნიშნა ნანამ.

© photo: Sputnikნანა ვარძელაშვილი თამარ გვერდწითელთან და სტას პიეხასთან ერთად
Фотографии Наны Вардзелашвили с Тамарой Гвердцители и Стасом Пьеха - Sputnik საქართველო
ნანა ვარძელაშვილი თამარ გვერდწითელთან და სტას პიეხასთან ერთად

რეპეტიციის შემდეგ ნანა სტას პიეხას და იოლკას შეხვდა, რომლებიც კონკურსის ჟიურის წევრები არიან. მათთან ერთად ფოტოსურათები გადაიღო და მათგან სითბოთი გაჯერებული სურვილებიც მოისმინა.

ფინალურ კონცერტზე ასევე გამოვლენ სოსო პავლიაშვილი, კონსტანტინე მელაძე, ზარა, ვერა ბრეჟნევა, ფოლად ბულ-ბულ-ოღლი, სლავა და სხვა ცნობილი მომღერლები.

Ты супер! — ტელეარხ НТВ-ს და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის პროექტია, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროექტში მშობლების მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საშუალება ეძლევათ უჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები. შოუში მონაწილეობენ ვოკალისტები საქართველოდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და ესტონეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0