საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ მაისაია
ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს აზერბაიჯანის და თურქეთის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის, მიაჩნია პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას.
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობენ

„სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ ეს არის რეგიონული უსაფრთხოების ერთ-ერთი მექანიზმი, საუბარია თანამშრომლობაზე ენერგოუსაფრთხოების, კიბერ უსაფრთხოების და ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში" განუცხადა ვახტანგ მაისაიამ " Sputnik საქართველოს".

23 მაისს ბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლებასა და ერთობლივ სწავლებებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში, კერძოდ, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველოსა და თურქეთის კონტრიბუციას.

ყველა ახალი ამბავი
0